რა გგონიათ, დათვს რომ ბაბაის დაუძახებ, მოეწონები და აღარ შეგჭამს? დათვი უნდა გააგდო, დათვთან მოლაპარაკება შეუძლებელია. ხოლო როცა ის ადამიანური სახით მოგიბრუნდება, ადამიანს ყოველთვის უნდა ელაპარაკო. - მიხეილ სააკაშვილი
უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ.... უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.
თეატრის აზრი უწინარესად ეს ყოფილა და დღესაც ის არის, რომ ბუნებას სარკედ გაუხდეს, სათნოებას მისი სახისმეტყველება აჩვენოს, ბიწიერებას მისი უმსგავსოება, დროებასა და ხალხს მისი ვითარება და ნაკვალევი. თუ ეს დანიშნულება ვერ შეასრულა, ან თუ გადაამეტა, იქნება რეგვენები გააცინოს, მაგრამ გაგებულს ადამიანს კი შეაწუხებს და ერთის გაგებულის შეხედულება უნდა გერჩიოს მთელის თეატრისას.
„ჰამლეტი“; უილიამ შექსპირი, ტრაგედიები, I ტომი; „მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“; თბილისი, 1980 წ.
ენა ცოდნას ეკუთვნის, რის გამოც თავისუფლდება მთელი ისტორიული სივრცე, რომელიც გარდასულ ეპოქებში არ არსებობდა. - მიშელ ფუკო
მიშელ ფუკო, სიტყვები და საგნები, 2004 წ. გვ. 127
✔ ციტატა რჩეული გახდა 2/08/2009
სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე – დიდი საქართველო! ბევრი ჭირი უნახავს საქართველოს, მრავალს ქარტეხილს გადაუვლია ზურგზედა მისსა, მაგრამ ყოველთვის ჟამსა და რღვევისა და გაწბილებისა...მტერთა მისთა დამთრგუნველი სამეგრელო იყო, იგი იყო ერთსული და ერთგული იმ სხეულისა, რომელსაც საქართველო ეწოდება. ასე იყო წინეთ, ეგრე არის ახლა, ეგრე დარჩება მომავალშიც. - ილია ჭავჭავაძე
პასუხი ჯორჯ ბუშის გამოსვლაზე, რომ გამსახურდია მდინარების საწინააღმდეგოდ მიდის (19 აგვისტო, 1991 წელი). [1]
✔ ციტატა რჩეული გახდა 23/03/2009
ადამიანი კრიტიკოსი ხდება მაშინ, როდესაც არ შეუძლია ხელოვანობა, ზუსტად ისე, როგორც მამაკაცი ხდება აგენტი, როდესაც არ შეუძლია ჯარისკაცობა. - გიუსტავ ფლობერი
წერილი ქალბატონ ლუი კოლეტს (22 ოქტომბერი, 1846)
✔ ციტატა რჩეული გახდა 15/03/2009
ადამიანი როგორიც არის შინაგანად, ისე ფიქრობს სხვაზეც. – ილია II
სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს.